თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის "მეგობართა კლუბის" ორგანიზებით, ცნობილი ქართველი უნივერსიტეტელის, პოეტის, მწერლის და დრამატურგის, ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა "სხვენი" წარმოადგენს მისი ბიოგრაფიის ინსცენირება წარმოადგინა. დასის წარმოამდგენლება შეასრულეს ოთარ ჭილაძის გამორჩეული და ყველაზე ცნობილი ლექსები.
გარდა ამისა, სააქტო დარბაზის ფოიეში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაცოთარ ჭილაძის ფოტოსურათები გამოიფინა.
საღამოს ესწრებოდნენ ოთარ ჭილაძის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და მისი შემოქმედების მრავალი სხვა თაყვანისმცემელი. დასწრება თავისუფალია.